forum.ge
თბილისის ფორუმის წესები     RC1 20070814
წესები · დახმარება · ძებნა · წევრები · კალენდარი · ჩათი

->

ფორუმის წესები (შემოკლებული ვარაინტი)

ძირითადი განმარტებები და ტერმინები

1. საერთო დეკლარაციები

2. გარანტიის არმიცემა

3. საერთო მდგომარეობა, რეკომენდაციები და რჩევები

4. აკრძალვები და შეზღუდვები

5. ფორუმების მოდერირება. ადმინისტრაციასთან უკუკავშირი

6. დანართი


ძირითადი განმარტებები და ტერმინები

  • გზავნილი, შეტყობინება, პოსტი(post), პოსტინგი(posting), მესიჯი(message) - ფორუმზე დატოვებული შეტყობინება მისი მონაწილის მიერ
  • თემა, ტოპიკი(topic, thread) - საწყისი შეტყობინება, მისი პასუხები და გაკეთებული კომენტარები
  • თემის სახელწოდება - თემის სათაური, დასახელება, რომლითაც იგი ხილული და იდინტიფიცირებული იქნება თემების ჩამონათვალში
  • საგანი(subj, subject) - 1. თემის სახელწოდება 2. დისკუსიის საგანი.
  • ფორუმი(forum) - გარკვეული ნიშნით გადანაწილებული თემების ერთობლიობა
  • კატეგორია(category), განყოფილება - ფორუმთა ერთობლიობა, გადანაწილებული გარკვეული ნიშან-თვისებების მიხედვით.
  • ფორუმის მონაწილე - პირი, რომელიც აგზავნის შეტყობინებებს ფორუმზე
  • ზედმეტსახელი, ფსევდონიმი, ნიკი, ნიკნეიმი(nickname) - სახელი, რომლითაც მონაწილე გზავნის შეტყობინებებს ფორუმზე
  • სტატუსი(მონაწილის) - წარწერა, რომელიც თემების გვერდებზე მოჩანს თემაში მონაწილეთა ნიკნეიმების ქვეშ, რომელიც გვაუწყებს ნებისმიერი მონაწილის სტატუსს შეტყობინების გაგზავნის მომენტში
  • ინფო(მონაწილის) - ინფორმაციული გვერდი ფორუმის მონაწილის შესახებ, რომელზე მოხვედრაც შესაძლებელია ბმულზე "ინფო" გადასვლისას. იგი მდებარეობს ფორუმის მონაწილეთა ყოველი გზავნილის მარჯვენა ზედა კუთხეში.
  • რეგისტრირებული მონაწილე(მომხმარებელი) - მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირებულია ფორუმზე და გააჩნია თავისი უნიკალური ნიკნეიმი და პაროლი, რომელიც მხოლოდ მისთვის არის ცნობილი.სხვა პირებს, რომლებმაც არ იციან პაროლი, არ შეუძლიათ ამ ნიკით გზავნილის გაკეთება ფორუმზე.
  • არარეგისტრირებული მომხმარებელი, (unregistered) - მომხმარებელი, რომელსაც არ გაუვლია რეგისტრაციის პროცესი ფორუმზე.
  • ფორუმის სტუმარი-ადამიანი, რომელიც კითხულობს ფორუმის თემებს, მაგრამ არ ძალუძს შეტყობინებების გაგზავნა.ფორუმის მონაწილისაგან განსხვავდება იმით, რითაც მკითხველი განსხვავდება მწერლისაგან.
  • ბოტი(bot) - ფორუმის მონაწილის მეორე(მესამე, მეოთხე, მეხუთე...)ნიკნეიმი
  • მოდერირება, მოდერაცია(moderation) - ფორუმის ადმინისტრაციის მიერ გატარებული ზომები მიმართული ფორუმზე წესრიგის შენარჩუნებისაკენ . ანუ ფორუმების და ცალკეული თემების მოქმედი კანონების შესრულების უზრუნველყოფა და დაკვირვება.
    • პოსტმოდერირება - მოდერირება მას შემდეგ, რაც რეალურ რეჟიმში გაიგზავნება შეტყობინებები ფორუმზე, რომლის მომენტალურად ნახვის შესაძლებლობა აქვს ფორუმის ყველა მონაწილე წევრს სტუმრების ჩათვლით.ასეთი გზავნილები არ გადიან წინასწარ დაკვირვებას და არ იფილტრებიან კფორუმზე გამოქვეყნებამდე. გარკვეული პერიოდის შემდეგ დაპოსტილ გზავნილებს კითხულობს მოდერატორი და წესების შესაბამისად წყვეტს მის ბედს წესების შესაბამისად -ჩასწორება, საერთოდ წაშლა ანაც ხელუხლებლად დატოვება.
    • პრემოდერირება - ამ დროს გზავნილები თავდაპირველად გადიან წინასწარ დაკვირვებას და მოდერატორების მიერ იფილტრებიან მანამდე, სანამ მოხდება მათი ფორუმზე გამოქვეყნება.ის გზავნილები, რომლებიც ვერ გაივლიან წინასწარი გაფილტვრის პროცესს, შესაბამისად არ გამოქვეყნდებიან ფორუმზე და მათ ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარდა ვერავინ ნახავს.
    • თვითმოდერირება(ნებაყოფლობითი მოდერირება)-სიტუაცია, როდესაც ფორუმის მონაწილე, რომელიც არ არის არც ადმინისტრაციის წევრი და არც  მოდერატორი, აძლევს საჯარო შენიშვნას სხვა მომხმარებელს იმის გამო, რომ მისი ქცევა არ შეესაბამება ფორუმის წესებს.
    • ბანი(ban) - ფორუმის მონაწილის ან მონაწილეთა ჯგუფის დროებითი ან მუდმივი დაბლოკვა და მათთვის პოსტინგების გაკეთების შესაძლებლობის შეზღუდვა.
    • ბანდადებული("დაბანილი") მონაწილე-მომხმარებელი, რომელსაც პოსტინგების გაკეთების უფლება აკრძალული აქვს ფორუმში.
    • გაფრთხილება, ვორნი(warn) - მოდერატორის მიერ მომხმარებელზე გამოტანილი გაფრთხილება წესების დარღვევის გამო.კონკრეტული მომხმარებლის გაფრთხილებების სრული სიის ნახვა შესაძლებელია მის პირად "ინფო"-ში.მისი ნახვის საშუალება აქვს მხოლოდ მას და ფორუმის ადმინისტრაციას.
  • ფორუმის ადმინისტრაცია - ფორუმის მფლობელები და ადმინისტრატორები, ფორუმების მოდერატორები.
    • მოდერატორი(moderator) - ფორუმის ადმინისტრატორების ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც აქვს უფლება განახორციელოს ოპერაციები თემებსა და პოსტებზე მისდამი მინდობილ ფორუმში, ასევე გააფრთხილოს მონაწილეები
    • ადმინისტრატორი(administrator) - ფორუმის მფლობელთა ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც აქვს მოდერატორების ყველა ფუნქცია უკლებლივ ყველა ფორუმში, დამატებული ამას რეგისტრირებული მომხმარებლების ექაუნთების(accounts) გაუქმება და მათი ბაზიდან წაშლის შესაძლებლობა. აგრეთვე მას აქვს უფლება შეცვალოს ფორუმის მოქმედი კანონმდებლობაც.
    • ფორუმის მფლობელი - პირი ან პირთა ჯგუფი, რომელთა პირად საკუთრებაშიც იმყოფება ფორუმი. მათ აქვთ ფორუმის ფარგლებში ნებისმიერი კანონიერი ქმედების განხორციელების უფლება, მათ შორის ფორუმის ლიკვიდაციისაც.
  • ოფტოპიკი(offtopic) - შეტყობინება, რომელიც ნაკლებად ან საერთოდ არ მიეკუთვნება დისკუსიის საგანს. მაგალითად თემაში "მიშველეთ, კომპიუტერი არ ირთვება", საფეხბურთო მატჩის განხილვა არის ოფტოპიკი. ასევე ოფტოპიკად იქნება მიჩნეული ყველა ის გზავნილი, რომელიც ეხება ფორუმის ადმინისტრაციის ქმედებების განხილვას. აგრეთვე ოფტოპიკია იმის გარჩევა, მიეკუთვნება თუ არა აღნიშნული თემა ფორუმს "დედა პლატები" (motherboards)
  • ოვერქვოთინგი(overquoting) - ჭარბი ციტირება. გვხვდება იმ შემთხვევებში, როდესაც მაგალითად, მონაწილე ახდენს დიდი გზავნილის ციტირებას მხოლოდ იმისთვის, რომ მის ქვეშ მიაწეროს "თანახმა ვარ"
  • ფლეიმი(flame ინგლ.ცეცხლი, ალი) - 1. ემოციურად დატვირთული გზავნილი, რომელიც პიროვნების შეხებაში გამოიხატება(მაგალითად, შეიცავს პიროვნების, ეროვნულობის, რელიგიურობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან პროფესიული შეურაცხყოფის ხასიათს). სადაც გამოყენებულია განსაზღვრული რიტორიკა(მაგალითად დემაგოგიის); ხშირად არის დამახასიათებელი გარკვეული არგუმენტების და ფაქტების უქონლობა. 2. სიტყვათა ომი, დავა დავის გამო, როდესაც მონაწილეებს ავიწყდებათ, თუ რისთვის დაიწყო დავა და დავობენ მხოლოდ იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეები თავიანთ სიმართლეში დაარწმუნონ, ანაც სხვების უსამართლობაში იმის მიუხედავად, თუ რაზე წარმოებს დავა(საკმარისია მცირეოდენი ნაკლებად არსებითი მნიშვნელობის მქონე საბაბიც კი). არცთუ იშვიათად ხდება სხვების დადანაშაულება სიცრუეში, ბოდიშის მოხდის მოთხოვნები და ასე შემდეგ.როგორც წესი ასეთი ტიპის ფლეიმის გახურება ხდება ძირითადად მონაწილეებს შორის შეუთავსებადობის და ანტიპათიის გამო.3. შეტყობინება, რომელიც იგზავნება ფორუმში "ფლეიმი".
  • ფლეიმური ომები(flame wars) ან რელიგიური ომები(holy wars) - უაზრო დავები(როგორც წესი "ფლეიმის, " ფართო გამოყენებით), რომელშიც მონაწილეები ცდილობენ ერთმანეთს დაუმტკიცონ ერთ-ერთის უპირატესობა მრავალი მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი ალტერნატივებისაგან.(მაგალითად დავები Intel Vs AMD, Windows Vs Linux და ა.შ.)
  • ტროლინგი - პროვოკაციული ან შეურაცხმყოფელი ხასიათის მქონე გზავნილების გამოქვეყნება იმ მიზნით, რომ გამოიწვიო "ფლეიმი" და კონფლიქტი მონაწილეებს შორის.
  • ფლუდი(flood) - ნაკლებად აზრიანი ან უაზრო შეტყობინება, რომელიც პრაქტიკულად არ შეიცავს სასარგებლო ინფორმაციას, ლაყბობა ათასგვარ სისულელეზე, პრაქტიკულად არაფერზე.როგორც წესი მსგავსი შეტყობინებები ადვილად ექვემდებარებიან წაშლას ისე, რომ დისკუსიას ამით არანაირი ზიანი არ მიადგება.მაგალითისათვის, მათ მიეკუთვნება შემდეგი ტიპის მოკლე, ერთხაზიანი ფრაზები: "გეთანხმებით", "პკპკ", "ლოლ"...ანაც შეტყობინება, რომელიც შეიცავს მარტო სმაილაკს.
  • ფლეიმერი - მონაწილე, რომელიც სისტემატურად აგზავნის "ფლეიმის" შემცველ გზავნილებს
  • ფლუდერი - მონაწილე, რომლის პოსტინგებიც არის სისტემატურად ფლუდის შემცველი
  • ოფტოპერი - მონაწილე, რომლის გზავნილებიც სისტემატურად ოფტოპიკის ხასიათის მატარებელია.
  • ტროლი - მონაწილე, რომელიც იწვევს ტროლინგს
  • ჩატი, ჩეთი(chat) - რეალური დროის რეჟიმში მონაწილეების მიერ უსწრაფესი გაცვლა-გამოცვლა მოკლე ფლუდური ხასიათის გზავნილების
  • კროს-პოსტინგი(crossposting)-ერთი და იგივე შეტყობინების დატოვება სხვადასხვა თემებში. ფორუმზე მსგავსი რამ აკრძალულია.
  • შეატყობინე მოდერატორს - სპეციალური სერვისი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მონაწილეს აქვს საშუალება უსწრაფესად მიიპყროს მოდერის ყურადღება ამა თუ იმ კონკრეტული პოსტისადმი, რომელიც წესებს ეწინააღმდეგება. ამისათვის გამოიყენეთ ბმული "შეატყობინე მოდერატორს", რომელიც მდებარეობს გზავნილის ქვედა მარჯვენა მხარეს.
  • სმაილი, სმაილაკი(smiley)-პატარა(როგორც წესი გრაფიკული) გამოსახულება, რომლის ჩასმაც ხდება გზავნილის ტექსტში იმ მიზნით, რომ გადმოცემული იქნას გზავნილის ავტორის ემოციური მდგომარეობა, მაგალითად სმაილაკი smile.gif ანუ : ) მიანიშნებს, რომ გზავნილის ავტორი კარგ ხასიათზეა და ის იღიმება.
  • ხშირად დასმული კითხვები, ხ.დ.კ.(FAQ, frequently asked questions) - ფორუმთან დაკავშირებული კითხვები, რომლებიც ყველაზე ხშირად დაისმევა ხოლმე ფორუმზე
  • იმჰო(IMHO, In my humble opinion) - ჩემი მოკრძალებული აზრით. ამით ავტორი კატეგორიული ტონის ნაცვლად მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ მის პირად მოსაზრებაზე
  • AFAIK(as far as I know) - რამდენადაც ვიცი.
  • AFAIR(as far as I remember) - რამდენადაც მახსოვს. ისინი მიუთითებენ, რომ პოსტინგის ავტორი მთლად ბოლომდე არაა დარწმუნებული თავის სიმართლეში
  • RTFM(read the following manual) - მოწოდება აპარატურის ან პროგრამული პროდუქტის მანუალის(დოკუმენტაციის) წაკითხვისაკენ, რომელზეც მიდის საუბარი.

* * *

1.  საერთო დეკლარაციები

1.1. თბილისის ფორუმი Forum.GE (http://forum.ge) განკუთვნილია გამოცდილების გაზიარებისთვის, განხილვისათვის და ფართო სპექტრის საკითხების მოგვარებისათვის.

1.2. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც ეთანხმება ფორუმის წესებს.

1.3. თბილისის ფორუმი Forum.GE წარმოადგენს ფორუმის მფლობელთა პირად საკუთრებას, რომლებიც საკუთარი ფინანსებით ინარჩუნებენ და ამუშავებენ მას. ამიტომ ფორუმზე არ ყოფილა, არც არის და არც არასოდეს იქნება არანაირი დემოკრატია, ანუ ფორუმის პირდაპირი მართვა მისი წევრების მიერ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფორუმის მფლობელები არ ითვალისწინებენ მომხმარებელთა რჩევებს. პირიქით, ისინი მიესალმებიან ახალ მომხმარებლებს და მათ ახალ რეკომენდაციებს. მაგრამ მოხმარებლებს უნდა ესმოდეთ, რომ ბოლო სიტყვის უფლება ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტაში ყოველთვის რჩებათ ფორუმის მფლობელებს. მომხმარებლები არ უნდა მოითხოვდნენ მათი წესებით თამაშს და სხვის მონასტერში მისვლას თავიანთი წესდებით.

1.4. ფორუმის წესებს განსაზღვრავენ ფორუმის მფლობელები და მათი ნდობით აღჭურვილი პირები-ფორუმის ადმინისტრატორები.

1.5. ფორუმის წესები წარმოადგენს მთავარ და ძირითად დოკუმენტს თბილისის ფორუმისა (Forum.GE), რომელიც განსაზღვრავს მუშაობის წესებს და მონაწილეობას ფორუმში

1.6. ფორუმის წესების გარდა, ფორუმის ყოველ ქვეფორუმსა თუ თემაში შეიძლება მოქმედებდეს თავისი ლოკალური წესები(მათ ეწოდებათ ფორუმთა წესები და თემათა წესები), რომლებიც წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდნენ ფორუმის საერთო წესებთან. ანაც ეს წინააღმდეგობრიობა განსაკუთრებულად შეთანხმებული უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში ფორუმების და თემების წესები ბევრად უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ფორუმის საერთო წესები. ცალკეულ ფორუმთა და თემათა წესების დადგენა ხდება ფორუმის მფლობელთა, ადმინისტრატორების ან მათი ნდობით აღჭურვილი პირების - ფორუმთა მოდერატორების მიერ.

1.7. ნებისმიერი წესის მთავარი ამოცანაა ფორუმზე, ფორუმებსა და თემებში მეგობრული, სასიამოვნო სიტუაციის შექმნის უზრუნველყოფა პრობლემების მოგვარებისათვის ან მოხმარებლებს შორის ურთიერთობებისათვის. ამისათვის წესებში მაქსიმალურად და ადვილად გასაგებად არის გადმოცემული საერთო რეგულაციები, რეკომენდაციები და აკრძალვები.

1.8. ფორუმის ადმინისტრაციას ესმის და უზრუნველყოფს წესების შესრულებას, ხელმძღვანელობს თავისი საკუთარი შეხედულებისამებრ კონკრეტული მომხმარებლის ფასეულობების შესახებ მთავარი მიზნების განხორციელებისათვის.(იხ. პ. 1.7.) რის შედეგადაც ადმინისტრაციამ შეიძლება გამოავლინოს მიკერძოუბულობა ან არათანმიმდევრულობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფორუმის ადმინისტრაციის მუშაობის მთავარი მიზანია წესების დაცვა არა ბუკვალურად და ფორმალურად. ყველა ზომა, რომელიც მიმართულია წესების დაცვისაკენ და განხორციელებისაკენ, მიმართულია მთავარი მიზნის აღსრულებისაკენ. (იხ. პ. 1.7.). ამის გამო წესებში შეიძლება იყოს დაშვებული გამონაკლისები. ანუ ვთქვათ, თუ რომელიმე კონკრეტულ სიტუაციაში წესებს მივყვებით ფორმალურად სიტყვა-სიტყვით, ამან შეიძლება მთავარი მიზნის განხორციელებას ხელი შეუშალოს.ამიტომ წესების ბრმად მიყოლისაგან ზოგჯერ ადმინისტრაციამ შეიძლება თავი შეიკავოს.

1.9. წესები არ არის არც მკაცრად ნებადამრთველი(ანუ ის ყველაფერი, რაც წესების მიხედვით არაა ნებადართული, ესე იგი აკრძალულია) და არც მკაცრად შემზღუდველი(ანუ ის ყველაფერი, რაც წესებით არ იკრძალება, არის ნებადართული). იმ სიტუაციების დროს, რომლებსაც წესები ვერ არეგულირებენ ან თუ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს წესების ინტერპრეტაციასთან, მაშინ მომხმარებელმა კითხვით შეიძლება მიმართოს ფორუმის ადმინისტრაციას.

1.10 ფორუმის ნებისმიერმა მონაწილემ, მათ შორის ადმინისტრაციამაც(თუ ეს არ არის წინასწარ განსაკუთრებულად შეთანხმებული) აუცილებლად უნდა დაიცვას ფორუმის წესები

1.11 ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისას მისი მომხმარებლები უცხადებენ სრულ ნდობას ფორუმის ადმინისტრაციას მათდამი მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, რომელიც ეხება წესების ინტერპრეტაციისა და ასრულების უზრუნველყოფის საკითხებს.

1.12 თქვენი მონაწილეობა ფორუმში ავტომატურად გულისხმობს სრულ და უპირობო თანხმობას მათ წესებთან. წესებთან არდათანხმება არ შეიძლება იმის საფუძველი იყოს, რომ ადმინისტრაციას პრეტენზიები წაუყენოთ მის მიერ ფორუმის მოდერირებასთან დაკავშირებით შესრულებადი ფუნქციების მიმართებით. თუ თქვენ არ ეთანხმებით ფორუმის წესებს, მაშინ არ ღირს შესაბამისად თქვენი მონაწილეობა ფორუმის მუშაობაში.

1.13 ფორუმის წესები ძალაში შედის მათი გამოქვეყნების მომენტისთანავე.

1.14 შეიძლება მოხდეს ფორუმის წესების შევსება ან მათში ცვლილებების შეტანა ნებისმიერ დროს, მაგრამ აუცილებელი პირობაა მოხდეს ფორუმის მონაწილეთა ინფორმირება ამის თაობაზე განცხადების გამოქვეყნების გზით.

2. გარანტიის არმიცემა

2.1. ფორუმზე დადებული ყველა მატერიალი(მათ შორის ფორუმის მონაწილეთა ყველა გზავნილი) გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ მათი ავტორების პირად აზრს და შეხედულებას. ფორუმის ადმინისტრაცია არ წარადგენს რაიმე სახის გარანტიას, ღიად დაფიქსირებულს ანაც ნაგულისხმებს, რომ ისინი არის სრული, სასარგებლო და ჭეშმარიტი. თქვენ მათი გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი რისკის ფასად.

2.2. ფორუმის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი იმ პირდაპირი ან ირიბი ზიანის წინაშე, რომელიც შეიძლება თქვენ ან თქვენმა საკუთრებამ განიცადოს ზემოთხსენებული მატერიალების გამოყენების ან არ გამოყენების, ხელიდან გაშვებული სარგებელის ან ინფორმაციის დაკარგვის გამო და ა.შ.

2.3. ფორუმის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი ფორუმის გვერდებზე გაკეთებული სარეკლამო ხასიათის მატერიალების შინაარსზე(იმ შემთხვევების გარდა, რომლებსაც კანონი ითვალისწინებს) ან იმ მატერიალებზე, რომლებიც ვებ-საიტზე არ არის განთავსებული, ანუ თუ ფორუმის ვებ-გვერდზე არსებული მატერიალი შეიცავს ბმულს იმ მატერიალზე გადასასვლელად, რომელიც არ არის განთავსებული ფორუმის ვებ- საიტზე.

2.4. ფორუმზე განთავსებული შეტყობინებების ავტორები ინარჩუნებენ საკუთრების არ მქონე უფლებას თავიანთ გზავნილებზე და იღებენ მთლიან პასუხისმგებლობას მათი გზავნილების შინაარსზე, თუ ასეთი პასუხისმგებლობა უფლებამოსილების ძალას იძენს, რომელიც მიესადაგება ყოველ კონკრეტულ შემთხვევას.

2.5. ფორუმს ადმინისტრაცია საიდუმლოდ ინახავს ფორუმის მონაწილეთა პირად მონაცემებს და კონფიდენციალურ ინფორმაციას(მათ შორის ip მისამართს და ელექტრონული ფოსტის მისამართს), თუ ის დაცულია ფორუმის სხვა მონაწილეების მიერ ნახვისაგან. თუმცაღა ეს შეიძლება არ გავრცელდეს იმ მონაწილეებზე, რომლებიც უხეშად არღვევენ წესებს. ასეთ შემთხვევაში შიდა ზომების გატარებასთან ერთად ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იქნას მოხმარებლის ქცევასთან დაკავშირებული საკითხის გადასაწყვეტად და ასევე მისი ფორუმზე ყოფნის მიზანშეწონილობაზეც სამართალდამცავ ორგანოებთან, ინტერნეტ პროვაიდერებთან(კავშირგაბულობის ოპერატორებთან ან ჰოსტერებთან), ანაც მომუშავე პერსონალთან წესების დარღვევის დონის და ფორმის შესაბამისად.

ადმინისტრაცია ასევე იტოვებს უფლებას საჯაროდ განაცხადოს მსგავსი ქმედებების განხორციელების შედეგები(თუ არ ჩავთვლით კონფიდენციალურ ინფორმაციას) იმ შემთხვევაში, თუ მიაჩნია ეს მიზანშეწონილად ფორუმის ინტერესებიდან გამომდინარე.

2.6. ფორუმის და მასში წარმოდგენელი მატერიალების ნებისმიერი სახით გამოყენებისას, თქვენ ამით მოცემული დოკუმენტის პირობებს იღებთ. თუ თქვენ არ იღებთ მოცემული დოკუმენტის პირობებს, მაშინ თქვენთვის აჯობებს მყისვე უარი განაცხადოთ ფორუმის და მისი მატერიალების გამოყენებაზე.

3. საერთო მდგომარეობა, რეკომენდაციები და რჩევები

3.1. ფორუმზე მთელი ძირითადი ურთიერთობა მიმდინარეობს თემებში-შეტყობინებათა ჯგუფებში.

  • რომელიმე მონაწილე(თემის ავტორი) აკეთებს საწყის შეტყობინებას(ქმნის თემას), დანარჩენი მონაწილეები კი მას თავიანთ კომენტარებს უმატებენ, პასუხობენ ავტორის მიერ დასმულ შეკითხვას-ასე იქმნება თემა.
  • ერთი სახის თემები ერთიანდებიან ფორუმში. ამგვარად იმ თემებისგან, რომლებშიც განიხილება კომუნიკაციები, წარმოიქმნება ფორუმი, რომელსაც ასევე ეწოდება: "კომუნიკაციები"
  • ერთგვაროვანი ფორუმები ერთიანდებიან კატეგორიად (განყოფილებად). მაგალითად ორი ფორუმიდან "PC თამაშები" და "კონსოლ-თამაშები" წარმოიქმნება განყოფილება "Games" (გეიმები, თამაშები)
  • და ბოლოს, ყველა განყოფილება(და შესაბამისად ყველა ფორუმი და ყველა თემა) შეადგენს ფორუმს.

3.2. ფორუმზე შეტყობინებების გამგზავნი პირები პირობითად შეიძლება დაიყონ რამდენიმე კატეგორიად.

  • ფორუმის მონაწილეები
    • არარეგისტრირებული მომხმარებლები(unregistered). ფორუმზე შეტყობინების გაგზავნისათვის მათთვის საკმარისია სახელის მითითება(ანუ ნიკნეიმი, მაგალითად "ვასია"), გზავნილის ტექსტის დაწერა და მისი გაგზავნა. გზავნილების რედაქტირება ან წაშლა მათთვის არაა ხელმისაწვდომი, რამეთუ შეუძლებელია იმის დადგენა ნამდვილად იმ ადამიანს უნდა გზავნილის ჩასწორება, რომელმაც იგი დაწერა, თუ სხვას.ყველაფერი რაც კი ვიცით ავტორზე, ეს არის მხოლოდ მისი საჯაროდ ცნობილი ნიკნეიმი. მისით მანიპულრება და მისი გამოყენება კი ინტრიგანს და მავნებელს შეუძლია. გარდა ამისა ერთსა და იმავე ნიკნეიმს ერთდროულად რამდენიმე ადამიანი იყენებს.(განსაკუთრებით მაშინ, როცა ფართოდ გავრცელებულ ნიკნეიმებთან გვაქვს საქმე).მაშინ როგორღა უნდა დადგინდეს, თუ ვინაა სინამდვილეში ამა თუ იმ კონკრეტული გზავნილის ავტორი? ამგვარი პრობლემების გადასაჭრელად მონაწილეებს აქვთ შეთავაზება, რომ დაარეგისტრირონ თავიანთი ნიკნეიმები.
    • რეგისტრირებული მომხმარებლები. ყოველ ასეთ მონაწილეს გააჩნია თავისი პირადი უნიკალური ნიკნეიმი და პაროლი, რომელიც ცნობილია მხოლოდ მისთვის. სხვა პირები(რომლებმაც არ იციან პაროლი) ამ ნიკით ვერ გააგზავნიან შეტყობინებებს ფორუმზე. რეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა დააედიტირონ(ჩაასწორონ) ან წაშალონ თავიანთი გზავნილები(გარდა ამისა მათ აქვთ კიდევ მრავალი ფუნქცია, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ.მაგალითად, იმეილზე შეტყობინების მიღება თემების განახლების შესახებ, ანუ თუ თემებში ახალი პასუხები დაიწერება.)
      • რეგიტრაციის შემდეგ მონაწილეს მომენტალურად ენიჭება სტატუსი "registerd". იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეს ექნება ფორუმზე გაკეთებული არანაკლებ 2000 გზავნილისა, მაშინ მონაწილის სტატუსი იზრდება და ტრანსფორმირდება "member"-ში (მემბერი, წევრი). 
    • ფორუმის ადმინისტრაცია. ეს არის ადამიანთა სპეციალური კატეგორია, რომლებიც უზრუნველყოფენ წესების აღსრულებას ფორუმის ფარგლებში. მათ მინიჭებული აქვთ ექსკლუზიური უფლება ნებისმიერი ოპერაციის გასახორციელებლად თემებთან და გზავნილებთან დაკავშირებით.მათ აქვთ ასევე შენიშვნის მიცემის და მომხმარებელთა გაფრთხილების უფლებაც, რაც მიმართულია იქითკენ, რომ მომხმარებელთა ქცევები გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქციონ. ფორუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, როგორც ფორუმზე მოქმედი კანონიერების და წესრიგის განსახიერებანი, ვალდებულები არიან პირველ რიგში თვითონვე დაიცვან მკაცრად წესები და ასევე უზრუნველყონ მათი აღსრულება სხვა მომხმარებლების მიერ. ამავდროულად უნდა შეინარჩუნოს მაქსიმალური დამოუკიდებლობა(რამდენადაც ეს შესაძლებელია), ობიექტურობა და მიუკერძოებულობა. ამიტომაც მათ ეკრძალებათ ყოველგვარ თემაში მონაწილეობის მიღება, რომლებიც არ ეხება ფორუმის მუშაობას და რიგითი მომხმარებლის რანგში ვინმესთვის რჩევა-დარიგებებისა და რეკომენდაციების მიცემა, თემატურ საკითხებში დავის დროს ერთი რომელიმე მხარისაკენ გადახრა და მხარდაჭერა და მითუმეტეს ვერდიქტის გამოტანა იმის თაობაზე, თუ ვინ იყო მართალი ამ დავაში.(რა თქმა უნდა გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც საჭიროა ფორუმის მომხმარებლებისთვის მათ ქცევასთან დაკავშირებული რჩევებისა და მითითებების მიცემა) მათი მთავარი ამოცანაა თვალყური ადევნონ დისკუსიების მიმდინარეობას და კორექტულობის ჩარჩოს დარღვევების კონტროლი აწარმოონ, შეტყობინებათა ფორმების, მაგრამ არა მათი შინაარსის კონტროლი მოახდინონ.(იმ შემთხვევების გარდა, რომელიც აღწერილია "აკრძალვებში").თავის მხრივ ფორუმის ყველა მონაწილეს ეკრძალება საჯაროდ(ფორუმის თემებში) აწარმოოს მოლაპარაკებები ადმინისტრაციასთან, ანუ იდავოს, განიხილოს მისი ქმედებები, დაუსვას კითხვები, შეთავაზოს წინადადებები(გამონაკლისს წარმოადგენს ზოგადი(არა პირადული) ხასიათის კითხვები სპეციალურ ფორუმში "ფორუმის შესახებ". იმ შემთხვევაში, როცა ფორუმის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი არღვევს წესს, მაშინ უმაღლესი ინსტანციის მიერ წარმოებს შიდა გამოძიება და არაკორექტული საქციელის გამოვლენის შემთხვევაში წარმოებს შიდა ზომების ამოქმედება.(რიგითი მომხმარებლებისათვის შემუშავებული გაფრთხილების და დასჯის მეთოდები არ გამოიყენება ფორუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შემთხვევაში). თუ ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი რეგულარულად და უხეშად არღვევს ფორუმის წესებს ან ცუდად ასრულებს თავის პირდაპირ მოვალეობებს, მაშინ მას შეიძლება ჩამოერთვას უფლებამოსილება. 
    • ფორუმის მოდერატორი(moderator) - ფორუმის ადმინისტრატორთა ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც მისდამი მინდობილ ფორუმში აქვს უფლება განახორციელოს ოპერაციები თემებთან და გზავნილებთან მიმართებით (მაგალითად, ჩასწორება, გზავნილების და თემების წაშლა, მათი გადატანა სხვა ფორუმებში და ასე შემდეგ.), აგრეთვე მონაწილეების გაფრთხილების უფლებაც გააჩნია.მის მიერ მოდერირებადი ფორუმის გარეთ მოდერატორს არ გააჩნია თავისი განსაკუთრებული უფლებები.
    • ფორუმის ადმინისტრატორი(administrator) - ფორუმის მფლობელთა ნდბით აღჭურვილი პირი, რომელსაც გააჩნია მოდერატორების ყველა უფლება უკლებლივ ყველა ფორუმში, პლიუს ამას იმის უფლებაც , რომ რეგისტრირებული მოხმარებლების ექაუნთები გააუქმოს(საერთოდ წაშალოს ისინი ბაზიდან), აგრეთვე გააჩნია ფორუმის წესების შეცვლის უფლებაც.

3.3. რა გზით უნდა განვსაზღვროთ თემაში, თუ ვინ არის მონაწილე(რომელთანაც შეიძლება იდავო, მის აზრს კი იგნორირება გაუკეთო) და ვინ მოდერატორი(რომლის მოთხოვნების შესრულებაც აუცილებელია უსიტყვოდ და უპირობოდ)?

ძალიან მარტივად-მონაწილის სტატუსის მიხედვით-წარწერა, რომელიც თემების გვერდებზე გვხვდება ყოველი მონაწილის ნიკნეიმის ქვეშ. ის გვატყობინებს მისი სტატუსის შესახებ მის მიერ ამა თუ იმ კონკრეტული გზავნილის გაკეთების მომენტში.მაგალითად, შესაძლებელია ასეთი სტატუსების არსებობა(და არა მარტო):

Users Awaiting Email Confirmatio
Registered
Members
Honorary Member
co-Moderators
Moderators
Super Moderators
Administrators
Sac Sabcho

3.4. გესაჭიროებათ თუ არა დარეგისტრირება? უფრო დიახ, რადგანაც:

  • ფორუმთა უმეტესობაში მხოლოდ რეგისტრირებულ მოხმარებლებს შეუძლიათ გზავნილების გაკეთება.
  • ზოგიერთი ფორუმის წაკითხვის საშუალება მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ(მაგალითად დახურული ფორუმები, მათ შორის პრივატულიც)
  • რეგისტრაცია უფასოა, არც ისე დიდ დროს საჭიროებს და ანიჭებს მომხმარებელს უამრავ დამატებით უპირატესობებს, ისეთებს როგორებიცაა: ჩასწორება, საკუთარი გზავნილების წაშლა, ფორუმის ტეგების გამოყენება თავიანთ გზავნილებში, გამოკითხვებში მონაწილეობის მიღების უფლება, იმეილზე შეტყობინებების სახით მომხმარებლის გაფრთხილების საშუალება მისთვის საინტერესო თემების თაობაზე და ასე შემდეგ.

3.5. რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებული ზოგიერთი რჩევა:

  • თქვენი ნიკი-ეს თქვენი ინდივიდუალურობაა, იგი არის თქვენი სავიზიტო ბარათი, თქვენი დონის მანიშნებელი. თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირება ნამდვილი სახელითაც, თუ გაქვთ ამის სურვილი.
  • რეგისტრაციის დროს თქვენ გჭირდებათ ნამდვილად არსებული ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ დარეგისტრირებას-მითითებულ იმეილზე მოგივათ პაროლი, რომელიც აუცილებელია ფორუმზე გზავნილების გასაკეთებლად თქვენს მიერ არჩეული ნიკნეიმის საშუალებით. გარდა ამისა, ადმინისტრაციამ უნდა იცოდეს იმეილი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება თქვენთან დაკავშირება რაიმე სახის პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში.
  • დიდად არის რეკომენდებული რეგისტრაციისას მიუთითოთ თქვენს შესახებ თუნდაც რაიმე, მაგალითად: პროფესია, გატაცება, ინტერესები.მონაწილეებმა უნდა იცოდნენ თუნდაც მცირეოდენი მაინც თქვენს შესახებ.
  • არავის გაანდოთ თქვენი პაროლი.თუ თქვენი ნიკნეიმის მეშვეობით ვინმე უხეშად დაარღვევს წესებს, მაშინ ადმინისტრაცია მიიღებს შესაბამის ზომებს სწორედაც თქვენი ექაუნთის მიმართ, როგორც დამრღვევის ექაუნთისადმი.
  • თქვენ შეგიძლიათ დროის ნებისმიერ მომენტში შეცვალოთ თქვენი სარეგისტრაციო პირადი მონაცემები, რომლისთვისაც იყენებთ ბმულს "კაბინეტი". აქ შეგიძლიათ შეცვალოთ ყველაფერი(მათ შორის პაროლიც), მაგრამ არა ნიკნეიმი.
  • მომხმარებლის ნიკნეიმის შეცვლა არის შეუძლებელი. ამიტომ ყურადღებით იყავით რეგისტრაციისას, ამოირჩიეთ პირდაპირ სწორი ნიკნეიმი. უკიდურეს შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ თხოვოთ ადმინისტრატორს თქვენი ძველი ნიკის წაშლა, შემდეგ კი ახლის დარეგისტრირება აწარმოოთ.
  • ფორუმზე არაა ნებადართული ერთი მომხმარებლის(ანუ ერთი ადამიანის) მიერ ერთზე მეტი ნიკნეიმის გამოყენება.
  • თუ ადმინისტრაცია აღმოაჩენს, რომ თქვენ დაარღვიეთ ეს წესები, მაშინ მას შეუძლია პოსტინგის გაკეთების უფლება ჩამოართვას(ან მომენტალურად წაშალოს) თქვენს ყველა მეორე, მესამე, მეოთხე(და ასე შემდეგ) ნიკნეიმს.
  • თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი ნიკნეიმის წაშლა, მაგრამ შეგიძლიათ ამის გაკეთება ფორუმის ადმინისტრატორებს სთხოვოთ.თუ რა თქმა უნდა ამისთვის არსებობს დამაჯერებელი არგუმენტები.
  • ის, რომ თქვენ დაარეგისტრირეთ თქვენი ნიკნეიმი, იმას არ ნიშნავს, რომ ის იარსებებს ფორუმზე მუდმივად.თუ თქვენ არ მოინახულებთ ხოლმე ფორუმებს, მაშინ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ ნიკნეიმს წაშლიან მონაცემთა ბაზიდან და გამოათავისუფლებენ მას სხვა მომხმარებლისათვის.ნიკნეიმების მოქმედების ვადა დამოკიდებულია მომხმარებელთა სტატუსზე და მათ მიერ გაკეთებული გზავნილების რაოდენობაზე.

3.6. თუ გსურთ დასვათ კითხვა ფორუმზე, მაშინ ჩვენ დაჟინებით გირჩევთ შემდეგი წესების დაცვას:

  • თავდაპირველად შეეცადეთ თქვენს კითხვაზე პასუხი იპოვოთ პოპულარულ საინფორმაციო პორტალებზე, ანაც საძიებო სერვერებზე(მაგალითად Yandex ან Google), შეიყვანეთ ძებნის ველში თქვენი კითხვა და სწრაფადვე ნახავთ ძიების რეზულტატებს.ზოგჯერ პირველივე ნაპოვნი ბმული შეიძლება აღმოჩნდეს საჭირო პასუხი.
  • გამოიყენეთ ფორუმის თემების ძებნა. ფორუმის არსებობის 7 წლის მანძილზე აქ დაწერილა 3 მილიონზე მეტი შეტყობინება, 150 000 თემა-ყველა შესაძლო პრობლემების ნახევარზე მეტი უკვე განხილულია.ძალიან ხშირად შეიძლება 10-20 წუთში მიიღო კითხვაზე პასუხი ისე, რომ არ დასვათ იგი.ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე დასვათ კითხვა და ელოდოთ გაურკვეველი ხნის მანძილზე.
  • და ბოლოს, უშედეგო ძიების შემთხვევაში შეეცადეთ დასვათ კითხვა ფორუმზე. გაერკვიეთ, თუ რომელ ფორუმში გინდათ დასვათ კითხვა და რომელ თემაში-თუ ამგვარი თემები უკვე შექმნილია ვიღაცის მიერ, მაშინ მართებულია ერთ-ერთ მათგანში დაპოსტვა.(ყველას აჯობებს კითხვის იმ თემაში დასმა , რომელსაც ბოლოჯერ არცთუ დიდი ხნის წინ გამოემხაურნენ).თუმცაღა არ ღირს პირველივე შემხვედრ თემაში დაპოსტვა-ამოარჩიეთ ის, რომელიც ყველაზე ახლოს მიესადაგება თქვენს კითხვას.თუ ასეთი თემა არაა, მაშინ უმჯობესია ახლის შექმნა, ვიდრე გაოფტოპიკების მოხდენა.
  • თუ თქვენ გადაწყვიტეთ შექმნათ თქვენი საკუთარი თემა, მაშინ სათაურში აუცილებლად აღწერეთ საქმის არსი(სრულად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.მაგრამ ერთ სათაურში მთელი თემის შინაარსის განთავსება არაა საჭირო)
  • და ბოლოს, დაწერეთ თქვენი შეტყობინება.თუ პრობლემა დაკავშირებულია პერსონალურ კომპიუტერთან, მაშინ დაწვრილებით აღწერეთ მისი კონფიგურაცია(ანაც, თუ თქვენ შეავსეთ თქვენს "პირად მონაცემებში" პუნქტი "კომპიუტერის კონფიგურაცია", მაშინ მიუთითეთ, რომ მისი ნახვა შესაძლებელია თქვენს ინფოში), რა არ აქვს ისე(სასურველია პრობლემის მაქსიმალურად სრული აღწერა), სახელდობრ რა არის უკვე გაკეთებული და კონკრეტულად რა არის გადასაწყვეტი(რა პასუხსაც თქვენ ელით).არ დაგავიწყდეთ მიაქციოთ ყურადღება ფორუმის ან თემების ლოკალურ წესებს-იქ შეიძლება დეტალურად იყოს აღწერილი, თუ რა სახის ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული კითხვაში.
  • შეიძლება აღმოჩნდეს ისე, რომ პირველი პასუხი თქვენს დასმულ კითხვაზე არც ისე მართალი აღმოჩნდეს ანაც არასრული, ამიტომ 1-2 დღის შემდეგ კიდევ ნახეთ მიღებული პასუხები.ზოგჯერ ხდება ისე, რომ გარედან ერთი შეხედვით უბრალო კითხვაზე იმართება სერიოზული დისკუსია ფორუმის მონაწილეებს შორის, რომლის წაკითხვის შემდეგაც განხილვადი საკითხის მიმართ თქვენი გაგება უთუოდ გაუმჯობესდება.ან ყოველ შემთხვევაში თქვენთვის ცნობილი მაინც იქნება მონაწილეთა პირადი მისწრაფებები და ის, თუ რას ანიჭებენ ისინი უპირატესობას.
  • თუ პასუხებში შეგხვდებათ თქვენთვის უცნობი ცნებები, ითხოვეთ ახსნა-განმარტებები.შესაძლებელია მოგცენ სტატიის ბმული , სადაც დეტალურად იქნება განხილული თქვენი საკითხი. იშვიათ შემთხვევებში უცნობი ცნება შეიძლება აღმოჩნდეს შეურაცხმყოფელი ჟარგონული სიტყვა.გაატარეთ ეს, ცალ ყურში შეუშვით და მეორედან გამოუშვით, მოდერატორი კი მიიღებს ზომებს აბობოქრებულ მონაწილესთან მიმართებით.
  • არ მოითხოვოთ პასუხების მოწერა თქვენს იმეილზე.მონაწილეთა უმეტესობა ამას არ გააკეთებს.მოდერატორს კი შეუძლია მსგავსი გზავნილი წაშალოს. რეგულარულად დაათვალიერეთ ფორუმი ანაც დარეგისტრირდით და გამოიწერეთ ამ თემის განახლებები, (ახალი პასუხები) რომლებიც იმეილზე მოგივათ.
  • თუ თქვენს კითხვაზე დიდი ხნის მანძილზე არ მოხდა რეაგირება, მაშინ დარწმუნდით, რომ ის ფორმულირებული არ არის ძალიან ზოგადი ფორმით და რომ ფორუმში და ზემოთხსენებულ წყაროებში მზა პასუხები არ არის მასზე.
  • თუ ერთობლივი ძალებით ხერხდება შექმნილი სირთულეების დაძლევა, მაშინ გთხოვთ ამის შესახებ იუწყეთ თემაში.ამით თქვენ შეძლებთ სხვების დახმარებას.სხვა ადამიანი არ დასვამს იგივე კითხვას, თუ პრობლემის გამზადებულ გადაწყვეტას იპოვის
  • ამ რეკომენდაციების არშესრულებას ყოველთვის მივყავართ დროის უაზრო ფლანგვასთან მომხდარის ყველა გარემოების გამორკვევაზე.რაც უფრო დეტალურად, კონკრეტულად, გასაგებად და სრულყოფილად იქნება ფორმულირებული კითხვა, მით უფრო სწრაფად მიიღებთ ამომწურავ პასუხს.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ შექმნილი თემა წარმოადგენს ფორუმის საკუთრებას და არა თქვენს პირად საკუთრებას.თქვენ არ შეგიძლიათ მასში თქვენი პირადი წესების ჩამოყალიბება, მათ შორის არ შეგიძლიათ იმის გადაწყვეტა, თუ ფორუმის რომელ მონაწილეს შეუძლია მანდ პოსტვა და რომელს - არა. თქვენს თემაში თქვენ ასევე არ გძალუძთ შეასრულოთ და იკისროთ მოდერატორული ფუნქციები-ეს ფორუმის მოდერატორის (თუ ისინი არსებობენ) და ფორუმის ადმინისტრაციის საქმეა.

3.7. რამდენიმე სიტყვა ურთიერთობების ფორმაზე

  • ფორუმი არს პოსტმოდერირები: ყველა მონაწილეს აქვს შესაძლებლობა განათავსოს თავიანთი შეტყობინებები მომენტალურად იქამდე, სანამ მოდერატორი შეამოწმებდეს.ფორუმებში კონკრეტული გზავნილის არსებობა არ ნიშნავს მის შესაბამისობას წესებთან.ამიტომ სანამ გამოეხმაურებოდეთ გზავნილს, დაფიქრდით არღვევს თუ არა ეს გზავნილი წესებს და დაარღვევთ თუ არა თქვენ წესებს ამ გზავნილზე გამოხმაურებით?
  • სისუფთავეა იქ, სადაც არ ანაგვიანებენ. არ ღირს იმის დავიწყება, რომ ჩვენ თვითონვე ვქმნით საარსებო გარემოს.მოდით ვიყოთ აკურატულები!
  • ფორუმებში არ არის ჩამოყალიბებული საერთო რეგულაცია, თუ როგორ უნდა მივმართოთ მონაწილეებს - "შენობით" თუ "თქვენობით". ჩვეულებრივ ეს დამოკიდებულია თანამოსაუბრეზე და ფორუმზეც. ამიტომ ზედმეტი არ იქნება ყურადღებით წაიკითხოთ მისი ანონსი, ეს საკითხი შეიძლება იქ აღბეჭდილი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენ ისე არ მოგმართეს, როგორც ამას შეჩვეულები ხართ, მაშინ ამის აღქმა ეგრევე ნეგატიურად არ ღირს.თავიდან ზრდილობიანად სთხოვეთ თანამოსაუბრეს გამოასწოროს ეს.თქვენ თავადაც მისდიეთ ამ პრინციპს, თუ ანალოგიურად თქვენც გთხოვთ ვინმე ამის გაკეთებას.
  • თუმცა შეცდომაში არ შეგიყვანოთ ზოგიერთი დისკუსიის ტონმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქ არც ისე დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებით.ბევრი ადამიანი უკვე დიდი ხნის ნაცნობები არიან და თავს უფლებას აძლევენ ერთმანეთის მიმართ ამგვარი ტონით ისაუბრონ.
  • ფორუმის თემებში გზავნილების დატოვებისას ყოველ ჯერზე არაა საჭირო მიუთითოთ, რომ ეს პოსტინგი მხოლოდ თქვენი მოკრძალებული აზრია.ეს დანიშნულებისამებრ ისედაც იგულისხმება.ანალოგიურად აზრი არა აქვს სხვებისგანაც იგივეს მოთხოვნას.მოკლედ, თუ სადავო მოსაზრებებს შეამკობთ სიტყვით IMHO და თავს დაიზღვევთ, ეს მხოლოდ დადებითად დაგახასიათებთ, როგორც პიროვნებას, რომელიც იღწვის ობიექტურობის შენარჩუნებისკენ.
  • როგორც ცნობილია გზავნილის ტექსტში შეუძლებელია ყველა სასაუბრო ინტონაციის გადმოცემა, ამიტომ თქვენი მიმართვები შეიძლება იყოს არასწორად ინტერპრეტირებული თანამოსაუბრეების მიერ.მაგალითად, უწყინარი ხუმრობა შეიძლება შეფასებული იქნას, როგორც პირდაპირი უხამსობა.ამის თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციას ვუწევთ გზავნილის ტექსტის მორთვას სმაილაკებით.ამასთანავე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი სმაილაკი შეიძლება განხილული იქნას, როგორც უხამსობის გაღრმავება.მაგალითად ეს სმაილაკები " lol.gif gigi.gif givi.gif " შეიძლება იქნას აღქმული , როგორც დაცინვა და გამასხარავება თანამოსაუბრის მიერ.
  • ფორუმზე ყველა მონაწილეს აქვს მინიჭებული "სიტყვის თავისუფლება", ანუ ზოგიერთი გამონაკლისის გარდა (იხ.პ.4.) მათ შეუძლიათ დააფიქსირონ პრაქტიკულად ნებისმიერი აზრი ნებისმიერ მოვლენაზე. თუმცა არ უნდა ავურიოთ "სიტყვის თავისუფლება"- "ყველაფრის უფლებიანობასთან", "შეურაცხყოფის თავისუფლებასთან"-ეს უკანასკნელი აქ არ არის და არც არასოდეს იქნება. ფორუმზე ურთიერთობა შესაძლებელია მხოლოდ თავაზიანი და კორექტული ტონით.

3.8. კიდევ რამდენიმე მახასიათებლის შესახებ, რომლებზეც წარმოდგენა უნდა გქონდეთ:

  • თუ თქვენ დაუშვით შეცდომა, მაგალითად, შეტყობინების დუბლირება მოახდინეთ, შემთხვევით სხვაგან დატოვეთ გზავნილი, მაშინ არ გაგზავნოთ დამატებითი გზავნილები თხოვნით, რომ გამოასწორონ შეცდომა, მონაწილეთა მიმართ მობოდიშება და ასე შემდეგ. უმჯობესია შეეცადოთ შეცდომის გამოსწორებას თქვენით, გზავნილის ჩასწორებით ანაც წაშლით.(ოპციის მეშვეობით "ჩასწორება" გზავნილის ზედა მარჯვენა მხარეს). თუ ამის გაკეთება არ გამოგივიდათ, მაშინ მოდერატორების ყურადღება მიიქციეთ, რისთვისაც იყენებთ სერვისს "შეატყობინე მოდერატორს".
  • ზოგიერთ ფორუმებში არ არის ნებადართული საკუთარი გზავნილების ჩასწორება ან წაშლა მისი დაწერის მომენტიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ.ამიტომ შეეცადეთ თქვენი მოსაზრება თავიდანვე დაწეროთ რაც შეიძლება სრულად და კორექტულად .თუ უზუსტობა შეამჩნიეთ, მაშინ უმჯობესია მომენტალურად გამოიყენოთ გზავნილის "ჩასწორების" ფუნქცია.
  • თუ თქვენ გსურთ შეტყობინების გამოქვეყნებამდე თემაში შეამოწმოთ, თუ როგორ გამოიყურება და როგორი იქნება თქვენი გზავნილი(მაგალითად, შეცდომა ხომ არ დაუშვით ტეგების გამოყენების დროს), მაშინ არ ღირს მისი მყისიერი გამოქვეყნება(დაჭერა ღილაკზე "გაგზავნა", "add reply"), შემდეგ კი შეტყობინების "ჩასწორების" ფუნქციის გამოყენება.უმჯობესია გამოიყენოთ ღილაკი(ანაც ღილაკი ინსტრუმენტთა პანელში) "გზავნილის წინასწარი მიმოხილვა", "preview post".

3.9. ყველა ზოგადი ხასიათის (არა ძალიან პირადული) წინადადებები, შენიშვნები, კომენტარები და რეკომენდაციები ფორუმის მუშაობასთან დაკავშირებით, უნდა იქნას გაგზავნილი ფორუმში "ფორუმის შესახებ".ანაც თუ თქვენი გზავნილი ატარებს პირადულ ხასიათს, მაშინ პირადად ფორუმის ადმინისტრაციას მიმართეთ. იხ.აგრეთვე წესები, პ.5.

4. აკრძალვები და შეზღუდვები

4.1. აკრძალვები, რომლებიც ეხება მონაწილეთა პირად მონაცემებს.

4.1.1. იკრძალება მონაწილის ნიკნეიმში გამოყენება:

4.1.1.1. უტაქტო, უცენზურო ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.

4.1.1.2. ვებ- საიტების მისამართების სახელწოდებები.

4.1.1.3. განზრახ გრამატიკული შეცდომებით დაწერილი გამონათქვამები.

4.1.1.4. ასოების ან ციფრების უაზრო კომბინაცია, მაგალითად 2154hbfhdb54

4.1.1.5. თუ ნიკნეიმი შედგება 8 ან მეტი სიმბოლოსგან და მათი 70%-ზე მეტი არის დაწერილი UPPER-CASE-ში.

მსგავსი ნიკნეიმები ეგრევე წაიშლებიან ან ფორუმზე გზავნილების გაკეთების უფლება ჩამოერთმევათ.

4.1.2. იკრძალება ისეთი ნიკნეიმების რეგისტრაცია, რომლებიც ფალსიფიცირების მიზნით იქმნება და ვიზუალურად ძალიან ჰგავს ფორუმის სხვა მონაწილეების ნიკნეიმებს.

4.1.3. სარეგისტრაციო მონაცემების ყველა ველში იკრძალება გამოყენება:

4.1.3.1. ვებ საიტების მისამართების სახელწოდებების(გარდა ველისა "home page")

4.1.3.2. უტაქტო, უცენზურო ანაც შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.

4.1.4. იკრძალება არასწორი ინფორმაციის(მათ შორის სახუმარო) მითითება ველში "Location", "საცხოვრებელი ადგილი".(გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როცა მონაწილე უპირატესად პოსტავს ფორუმში "ფლეიმი")

4.1.5. იკრძალება პირადი ფოტოსურათის განთავსება, თუ:

4.1.5.1. იგი არ არის მონაწილის პირადი ფოტო, მასზე გამოსახულია უცხო პირი.

4.1.5.2. ფოტოზე გამოსახულია რამდენიმე ადამიანი, ამასთანავე ძნელი გასარკვევია, თუ რომელი მათგანია ფორუმის მონაწილე.

4.1.5.3. ფოტოზე ცუდად ჩანს მონაწილის გამოსახულება.

4.1.5.4. ფოტო არ შეესაბამება მონაწილის ასაკს(მაგალითად, დაუშვებელია ძველი, ბავშვობის სურათების გამოქვეყნება).

4.1.5.5. ფოტო ატარებს ეროტიკულ, პორნოგრაფიულ, შეურაცხმყოფელ ან შოკისმომგვრელ ხასიათს.

4.1.5.6. ფოტო წარმოადგენს ნახატს, ან მასზე გამოიყენეს გრაფიკული ფილტრები, რომელთა შედეგადაც ფოტომ დაკარგა თავისი რეალისტური მახასიათებლები.

4.1.5.7. ფოტო ზედმეტად პატარაა, ანუ მისი ზომა ნაკლებია 150 x 150 პიქსელზე.

4.1.5.8. ფოტო ზედმეტად დიდია, ანუ მისი ზომა მეტია 320 x 500 პიქსელზე.

4.1.6. იკრძალება ნებაყოფლობითი სტატუსები, რომლებიც კორექტულობის (უტაქტო, უცენზურო ანაც შეურაცხმყოფელი სტატუსები) ან საღი აზრის(უაზრო სტატუსები) ფარგლებს სცილდებიან.

4.1.7. იკრძალება ნიკნეიმის გადაცემა სხვა პირისთვის, ანაც ერთი ნიკნეიმის კოლექტიური გამოყენება რამდენიმე პირის მიერ.

4.1.8. იკრძალება ნიკნეიმების მიტაცება, ანუ რეგისტრაცია იმ მიზნით, რომ სხვების მიერ არ მოხდეს მათი გამოყენება.

4.2. აკრძალულია ახალი თემების გახსნა:

4.2.1. ფორუმზე უკვე განხილულების. გთხოვთ ყოველთვის გამოიყენეთ "ძებნა'("search"), სანამ ახალ თემას გახსნიდეთ.ან როგორც მინიმუმ-თემების სახელწოდებების ძებნა თემათა ჩამონათვალის გვერდიდან.ეს რამდენიმე წამს წაგართმევთ."ძებნის" გამოყენების იგნორირება ზიანს მიაყენებს ყველას-მომხმარებელსაც, რომელსაც აქვს კითხვა(რადგანაც ამით ის უგულებელყოფს სხვების მიერ დაგროვებულ გამოცდილებას და არ მოისურვებს პასუხის მიღებას უმოკლეს დროში) და ფორუმის მუდმივ მომხმარებლებსაც(რომლებისთვისაც უინტერესოა ფორუმში თემების ნახვა ერთი და იმავე კითხვებით).თუ ამგვარი თემები ვინმეს მიერ უკვე შექმნილია, მაშინ გთხოვთ ამოარჩიოთ რომელიმე მათგანი(უმჯობესია არჩევანი შეაჩეროთ იმ თემაზე, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა გამოხმაურებები პასუხების სახით.

4.2.2. კითხვებით, რომლებზეც პასუხები არის ფორუმის FAQ-ში, ანაც ფორუმის ანონსებში.

4.2.3. კითხვებით, რომლებზეც პასუხების მიღება შესაძლებელია პირდაპირ საძიებო ველის გამოყენებით პოპულარულ საინფორმაციო პორტალებზე, ანაც საძიებო სერვერებზე(მაგალითად, Yandex ან Google) უმოკლეს დროში (2-5 წუთი), მაგალითად:

  • მესაჭიროება ლიტერატურა ეკონომიკაზე, ინგლისურ ენაზე!
  • მომეხმარეთ სტალინის/კირკოროვის ფოტოს მოძებნაში!

არ დაგავიწყდეთ, Yandex-ში ან Google-ში არის სპეციალური სერვისები სურათის(გამოსახულების) მოსაძებნად, სიტყვების სათარგმნელად, ლექსიკონები, ენციკლოპედიები.უმჯობესია თავდაპირველად მათი გამოყენება.

4.2.4. ფორუმებში, რომლებიც არ შეესაბამებიან თემატურად.თუ თქვენი თემა არ შეესაბამება არცერთ თემატურ ფორუმს, მაშინ დაწერეთ ზოგადი კატეგორიის ფორუმში "სხვა ფორუმები".თემები, რომლებიც ფორუმის თემატიკას არ შეესაბამებიან, გადაიტანება შესაფერის ფორუმში, ხოლო წინა ადგილზე ან წაიშლება ანაც იხურება გადატანის შესაბამისი კვალის დატოვებით.

4.2.5. ერთდროულად რამდენიმე ფორუმში (კროსს-პოსტინგი).

4.2.6. რომელთა აზრშიც ჩაქსოვილია სტატისტიკური მონაცემების გამორკვევა.ასეთ თემებს მიეკუთვნება:

  • ვის აქვს ასეთი პროცესორი?
  • რომელ 10 თამაშს წაიღებდით თან უკაცრიელ კუნძულზე?
  • ვის როგორი ლუდი მოსწონს?

ანუ თემები, სადაც იდეაში მარტივი ერთსიტყვიანი პასუხები უნდა დაიწეროს და ამასთანავე ერთად მომხმარებლებმა მასობრივი მონაწილეობა მიიღონ მათში. ამ ტიპის თემები - "რატომ გიყვართ Quake?" წესების ამ პუნქტის ქვეშ არ განიხილება, რადგანაც არსებობს დისკუსიის გამართვის შესაძლებლობა.

4.2.7. რომელთა სახელწოდება:

4.2.7.1. შედგება ერთზე მეტი სიტყვისაგან, დაწერილი დიდი ასოებით UPPER-CASE-ში(გარდა შემოკლებისა ან კომპანიის სახელწოდებისა, სავაჭრო ბრენდებისა, საქონლისა და ასე შემდეგ.ანუ ყველაფერი ის, რაც ტრადიციულად იწერება ზედა რეგისტრში). ამგვარმა თემებმა შეიძლება ფორუმის მონაწილეთა გაღიზიანება გამოიწვიოს.მათ შეიძლება იფიქრონ, თითქოს უყვირით.

4.2.7.2. სიმბოლოები, რომელთა მიზანია მორთვა ან თემის ყურადღების მიქცევა, მაგალითად:
  • =--Help me!--==
  • !!! პრობლემა !!!

4.2.7.3. იმის ხსენება, რომ თქვენი კითხვა სასწრაფოა და გეჩქარებათ პასუხი.

4.2.7.4. ნებისმიერი ჟარგონული გამონათქვამი.ეს ძალიან ართულებს ძებნის გამოყენებას თემათა სახელწოდებების მიხედვით.შემოკლებები არ იკრძალება(მაგალითად WinXP).

4.2.7.5. მართლწერის შეცდომები(განსაკუთრებით ორთოგრაფიული).ესეც ართულებს ძებნას, თანაც აღიზიანებს ფორუმის მონაწილეებს.

4.2.8. რომლებსაც აქვთ ნაკლებად ინფორმატიული ან ზოგადი სახელწოდება.მაგალითად: